შეწყვეტილი ხელშეკრულება

მერიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საქმის მასალები გააცნეს კომპანია ,,სიტი პარკის“ წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

,,სიტი პარკის“ იურისტის განცხადებით, დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიამ დედაქალაქის მერიისგან გამოითხოვა, ბევრი შეუსაბამობაა, რის შესახებაც მათ შეხვედრის მონაწილეებისთვის ინფორმაციის მიწოდება სურდათ.

ბიზნესომბუდსმენის განმარტებით, საქმეზე მონიტორინგი ხორციელდება. კომპანია ,,სიტი პარკი“ სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.