შეწყვეტილი გაზმომარაგება

15:27, 10.02.2025
გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყო – ამ დრომდე ვაკე-საბურთალოს რაიონში აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი. მათივე ცნობით, გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრალური გაზსადენი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება.

მსგავსი