შეწყალებულმა პირებმა საპატიმრო დატოვეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები გვიან ღამით დატოვეს. მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სულ 226 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს ნასამართლობა მოეხსნა. შეწყალება შეეხო ასევე, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილსაც. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა, რის საფუძველზეც ჰუმანური აქტი განხორციელდა. სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს გურამ ხუტაშვილმა და დანიელ მუმლაძემაც. მათ რუსთაველზე 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ. გათავისუფლდა აქციების დროს აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი. ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელსაც გამოძიება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავებოდა.