შეწყალების საქმე

შეწყალების საქმეზე პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეწყალებული პატიმრის, ასლან ბეჟანიძის დედის გამოკითხვა.

გამოძიებამ მისგან მობილური ტელეფონის ჩაბარებაც მოითხოვა. ყოფილი მსჯავრდებულის დედის ცნობით, მას შეწყალების შესახებ პრეზიდენტთან ან მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

საგამოძიებო უწყებამ დღესვე ხელმეორედ გამოკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ანგი ხუციშვილი. საგამოძიებო უწყება მათ კომენტარის გარეშე დატოვეს .

გამოძიება პრეზიდენტის 27 აგვისტოს განკარგულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. შეწყალების ამ აქტით სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის იყვნენ მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის მსჯავრდებულებიც.