შეწყალების საქმე

გენერალურ პროკურატურაში 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა თამაზ ქოიავას გამოკითხვა.

იოსებ ქოიავას მამა, რომლის მკვლელობაში მსჯავრდებულიც პრეზიდენტმა შეიწყალა, აცხადებს რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული იფორმაცია მიაწოდა და პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას.

თამაზ ქოიავა საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს უჭერს. გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში იმყოფება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმრო მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმაც დატოვა.

სკანდალურ შეწყალებაზე სრულ პასუხისმგებლობას ოთხმეზური ასევე აკისრებს საქართველოს პრეზიდენტს.