პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულების, ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება აქვთ გაფორმებული. ადვოკატ დავით გამყრელიძის განცხადებით, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს. ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხრა თვე მოუწევთ დარჩენა.