შეწყალების კომისიის საქმიანობა - პოლიტიკური შეფასებები

სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა.

შეწყალების სადავო აქტების გამო დეპუტატების მწვავე კრიტიკის მიღმა პრეზიდენტი შავი პიარის ნიშნებს ხედავს. გიორგი მარგველაშვილს საკუთარ პასუხისმგებლობაზე დღესაც არაფერი უთქვამს, ამიტომ „მოამბემ“ უშუალოდ შეწყალების კომისიის წევრებისგან სცადა პასუხის მიღება კითხვაზე: რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს კომისია შეწყალების რეკომენდაციის გაცემამდე და რატომ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები.

ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც კომისიის წევრი იყო, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემაზე მიანიშნებს.