შეწყალების აქტი – პოლიტიკური შეფასებები
პრეზიდენტის ჰუმანურ აქტზე ოპოზიციაში ისევ დავობენ. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილისთვის, დანაშაულის აღიარებით მიღებული თავისუფლება პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ნიშნავს და პროტესტს აზიანებს. ოპოზიციის ურთიერთბრალდებები ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი პასუხია კითხვაზე, თუ ვის რა სურვილი და პოლიტიკური მიზანი ამოძრავებდა აქციების მიმდინარეობისას და რომ მათ მსჯავრდებულთა ბედი არ აღელვებთ.