შეწყალების აქტი – გამოხმაურებები
დაკავებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც დაწერა, რომ „თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას“. პატიმრების გადაწყვეტილებას შეწყალების თხოვნის შესახებ, განსჯის საკითხად არ განიხილავს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი. შეწყალების აქტს აფასებენ უმრავლესობაშიც.