შეწყალების ახალი წესი

გიორგი მამალაძის ოჯახი გადაწყვეტილებას ახლა პრეზიდენტისგან ელის, რომელსაც 28 აგვისტოს გაცემული შეწყალების სკანდალური აქტის გამო პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული გეგმით, მომავალში შეწყალების წესი და კრიტერიუმები საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ უნდა მოექცეს. ცვლილებების შემუშავების პროცესში საპარლამენტო უმრავლესობაც არის ჩართული, რომელმაც საკუთარი რეკომენდაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნა. მმართველი გუნდი სახელმწიფოს მეთაურს იმ კატეგორიის მსჯავრდებულებზე მიუთითებს, რომელთა შეწყალება, მათი აზრით, დაუშვებელია.

გაიზიარებს თუ არა დეპუტატების რჩევებს და რა ფორმით მოხდება ცვლილებების შედეგად პატიმართა შეწყალება, ამაზე საბოლოო სიტყვა ახლა პრეზიდეტმა უნდა თქვას, რომელიც სწორედ შეწყალების გამო ორი თვის წინ მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.

დატოვე კომენტარი