შეწყალება და გამოცხადებული მორატორიუმი 

პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

სალომე ზურაბიშვილს თავად უკვირს, რა უნდა საგამოძიებო უწყებაში, თუმცა ასე არ ფიქრობს იუსტიციის მინისტრი. პრეზიდენტს პროკურატურაში მისვლისკენ და 28 აგვისტოს გაცემულ შეწყალების აქტზე განმარტებების გაკეთებისკენ ამჯერად სწორედ იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს.

პოლიტიკურ სპექტრს პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმიც აღელვებს.