„შევწყვიტოთ ომი ბავშვების წინააღმდეგ“

მსოფლიოში ყოველი მეხუთე ბავშვი ომის პირობებში ცხოვრობს.

ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვები“ საგანგებო ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, კონფლიქტურ ზონებში ყოველწლიურად 100 ათასამდე მცირეწლოვანი იღუპება. აღნიშნული მაჩვენებლების თანახმად, საერთაშორისო მასშტაბით ვითარება უარესობისკენ იცვლება.

ორგანიზაციის ექსპერტები მიზეზად რიგ გარემოებებთან ერთად, საომარი მოქმედებების დასახლებულ პუნქტებში გადატანას ასახელებენ.