შევხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, დიპლომატებს წინასაარჩევნო გარემოს გააცნობენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდიან, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი ჯერ არ გამოძიებულა. ამასთან, აქცენტს გააკეთებენ იმ პრობლემებზე, რაც შესაძლოა, არჩევნების შუა კვირაში დანიშვნამ გამოიწვიოს. კიდევ ერთი საკითხი, რასაც შეხვედრაზე განიხილავენ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები იქნება.