შეუთანხმებლობა მაჟორიტარების საკითხზე

ოპოზიციური პარტიები ისევე ვერ თანხმდებიან რეგიონებში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე. როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებს, რაც მიუღებელია გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს შეთავაზებაზე, ოპოზიციამ რეგიონებში შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინოს. მათივე თქმით, თუ ორშაბათამდე პოზიცია არ შეიცვლება, შეთანხმება ვერ შედგება და თემა დაიხურება. „ლეიბორისტულ პარტიაში“ კი იმედოვნებენ, რომ ორშაბათამდე კონსულტაციები გაგრძელდება და კონსენსუსი მიიღწევა.