შეუთანხმებელი ვიზიტებიდან იმპიჩმენტის პროცედურამდე

ვიდრე პროცესი სასამართლო განხილვამდე მივიდოდა, მმართველ გუნდსა და სალომე ზურაბიშვილს შორის პრეზიდენტის უფლებამოვალეობები უთანხმოების საგანი არა ერთხელ გამხდარა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლაში ჯერ კიდევ  აპრილში დაადანაშაულა, მთავრობის ადმინისტრაციამ კი საპასუხოდ იმის დამადასტურებელი დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომ პრეზიდენტის მოთხოვნაზე დადებითი პასუხი გასცა. პრეზიდენტმა მმართველი პარტია ევრორეკომენდაციების ფორმალურ შესრულებაშიც დაადანაშაულა დაპირისპირებამ პიკს აგვისტოში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. როგორც გაირკვა პრეზიდენტს მთავრობამ უარი 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტებზე უთხრა, ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ვიზიტებს მთავრობის თანხმობის გარეშე მაინც გააგრძელებდა, რაც საბოლოოდ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.