უკრაინის არმიამ კი რუსეთში რიაზანის, სარატოვის და ბრიანსკის რეგიონებზე განახორციელა უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე. გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც ჩიპებს აწარმოებს. თავდასხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, გუშინ ღამით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 121 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე იყო კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და ტულის ოლქებიც.