შეტევა მორაგბეების წინააღმდეგ

პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სპორტამდეც მიაღწია.

მისალოცი ტექსტის გამო საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შეტევის და ბულინგის სამიზნე გახდა.

სოციალურ ქსელში რაგბის კავშირმა ბიძინა ივანიშვილს 18 თებერვალს დაბადების დღე მიულოცა და ამავე ტექსტში მის მიერ რაგბის განვითარებაში შეტანილ წვლილსაც გაუსვა ხაზი. თუმცა, მილოცვა პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ფექისბუქ-პოსტის ქვემოთ მორაგბეებს მწვავედ აკრიტიკებენ და მათ მიმართ არც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ერიდებიან. მილოცვამ შალვა ნათელაშვილიც გააღიზიანა. „ლეიბორისტების“ ლიდერმა ნაკრებს „სპორტული მხედრიონი“, მორაგბეებს კი „სულამოცლილები“ უწოდა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივითაც გამოვიდა.

მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძის შემდეგ ეს ბოლო პერიოდში სპორტსმენებზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა.