საქართველო აქტიურად მუშაობს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან. საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი კიდევ უფრო განმტკიცდეს.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ელოდება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლს, თუმცა, დაგროვებული გამოცდილება შესაძლებლობას იძლევა, პარტნიორებს ქართული წესებიც შესთავაზოს.