ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს მერია ნაწილობრივ დაეხმარება.
საუბარია ერთჯერადი კომპენსაციების გაცემაზე. დედაქალაქის მთავრობა დაზარალებულებს ბანკებთან შუამდგომლობასაც ჰპირდება. ბორჯომის სადგურთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილმა ცეცხლმა 15 000 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა და 400-მდე ადამიანი დააზარალა. აღმოჩნდა, რომ მათ დიდ ნაწილს გასაყიდი პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდა. ამ დროისთვის ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბაზრობის მესაკუთრე ახალი კონსტრუქციების მოწყობას გეგმავს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.