დასრულდება თუ არა დროებითი ზავი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით – რამდენიმე წუთის წინ შუამავალი პაკისტანის პრეზიდენტმა სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტზე შეთანხმება დაადასტურა.
საომარი მოქმედებების დასრულების მოლოდინს ზრდის ჩიხში შესული მოლაპარაკებების და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არაერთი დარღვევის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტის ახალი განცხადებები. დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში მთავარ დილემად ქცეულ ბირთვული პროგრამის საკითხს გადაწყვეტილად აცხადებს და უახლოეს დღეებში სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმებას და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დასრულებას აანონსებს. თუმცა, ვაშინგტონის განცხადებას არ ემთხვევა ოფიციალური თეირანის გზავნილები, რომლის მიხედვით ამერიკისგან ახალი, მათთვის მიუღებელი პირობები მიიღეს. ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ფონზე მედია აქტიურად განიხილავს სავარაუდო შეთანხმების ტექსტს და მთავარ პუნქტებს – ვინ რა პირობების შესასრულებლად არის მზად ომის დასასრულებლად და როგორ ესახებათ მხარეებს უთანხმოების მთავარი საკითხების გადაწყვეტა, ანუ ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება – თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.