შეთანხმება „წითელ ჯვართან“

მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი კერემ კინიკი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან,  ნათია ლოლაძესთან ერთად, რუსთავში იმყოფებოდა. მათ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საუბარია ქ. რუსთავში კატასტროფებისთვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული საწყობის მშენებლობის საკითხზე, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის  რეგიონის ქვეყნებს. ტერიტორია სადაც უდიდესი სასაწყობო და გადამზადების ცენტრი განთავსდება უკვე შერჩეულია. მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება.