შეთანხმება სრული განიარაღების შესახებ

12:25, 31.07.2026

„მშვიდობის საბჭომ „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრული განიარაღების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს: „ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც პალესტინელი ხალხის დასახმარებლად მშვიდობის საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. ამავე დროს, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რომელსაც იმსახურებს, რადგან ღაზა აღარ იქნება ტერორისტული თავდასხმების ბაზა“. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის“ განხორციელებაში. ტრამპმა მადლობა გადაუხადა შუამავალ ქვეყნებს, კერძოდ – ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს.

მსგავსი