შეთანხმება საქართველო-ბრიტანეთს შორის

ბრექსიტის შემდეგ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდება. დოკუმენტი დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

შეთანხმება თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი.

საქართველოს პირველი დიპლომატი ლონდონში დღეს მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

დატოვე კომენტარი