შეთანხმება იუსტიციის სამინისტროსთან

12:21, 22.08.2026

„ტიკ-ტოკმა“ და აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბავშვთა პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვების ბრალდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, „ტიკ-ტოკი“ გადაიხდის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას, რის სანაცვლოდაც, სასამართლო დავა საბოლოოდ დასრულდება. იუსტიციის სამინისტრომ „ტიკ-ტოკსა“ და მის მფლობელ კომპანიას 2024 წელს უჩივლა. ბრალდების მიხედვით, აპლიკაცია უკანონოდ აგროვებდა 13 წლამდე ასაკის ბავშვების პერსონალურ მონაცემებს მშობლების თანხმობის გარეშე, რაც ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის კანონის დარღვევაა.

მსგავსი