შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. გადაწყვეტილების აღსანიშნავად ლიბანში მოქალაქეები ქუჩებში გავიდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელმა კი ლიბანის სამხრეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 380-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლიბანის და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში მოსალაპარაკებლად იწვევს. ტრამპი აღნიშნავს, რომ 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 მარტის შემდეგ ლიბანში დაღუპულია 2 124 ადამიანი, მათ შორის 168 ბავშვი. კონფლიქტის დაწყებიდან ლიბანში 6 921 ადამიანი დაშავდა.