შეთანხმება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის

ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მხარეების გარდა, ინფორმაციას ადასტურებენ კატარის პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მიღწეული შეთანხმება სამი ფაზისგან შედგება. პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელები საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებენ; მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება; რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა.