შეთანხმება ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში
რშეთანხმება ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ის ჰორმუზის სრუტეში ახალი შესასვლელი და გასასვლელი მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის, ისევე როგორც საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც. გადაადგილება ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც ამერიკა მოითხოვდა. შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას არ ნიშნავს. სრუტის საბოლოო გახსნა დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების ქმედებებზე – შეასრულებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მიერ წაყენებულ შვიდ პირობას. შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში ვითარება ჯერ კიდევ დაძაბულია – ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.