შეთანხმება გრენლანდიის საკითხზე  

აღმოჩნდება თუ არა ტრამპსა და რუტეს შორის გამართული შეხვედრა გრენლანდიის გამო უკიდურესად გამწვავებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობისთვის გარდამტეხი – ამერიკის პრეზიდენტმა უკან წაიღო გეგმა, რომელმაც ევროპის ქვეყნების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

დანიის შემადგენლობაში არსებული გრენლანდიის ტერიტორიული საკითხის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნებისთვის ტრამპმა სავაჭრო ტარიფების დაწესება გადაიფიქრა. ნატოს გენერალურ მდივანთან აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა კუნძულის გარშემო შეთანხმებით დასრულდა. რას ითვალისწინებს გარიგება – დეტალებს მხარეები არ აკონკრეტებენ, თუმცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დოკუმენტის პუნქტები მის სურვილებს ემთხვევა. როგორ ესახებათ სტრატეგიული მნიშვნელობის კუნძულზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს წევრებს და ვის შემადგენლობაში იქნება გრენლანდია – დავოსში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს ტრამპმა უთხრა, რომ გრენლანდიაში ძალას არ გამოიყენებს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემის განსათავსებლად კუნძულზე უარს არ იტყვის. ტარიფებზე უარით ევროკავშირი კმაყოფილია, მაგრამ ცალკეული ევროპელი ლიდერები შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმს არ მალავენ.

ახალი შეთანხმების ჩარჩო – როგორ გადაწყდა არქტიკული კუნძულის ბედი – გივი ბარამიძის რეპორტაჟი.