შეთანხმება „გაზპრომთან“

რუსულ ენერგო-კომპანიასთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

„გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტზე ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. 2019-20 წლებზე გათვლილი დოკუმენტის დეტალებს კომერციული საიდუმლოების არგუმენტით ეკონომიკის სამინისტრო არ ასაჯაროებს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ახალ კონტრაქტში პირობები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გაიწერა. თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდის განმარტებებს დავეყრდნობით, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირების სანაცვლოდ გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს.