შეთანხმება „გაზპრომთან“

„გაზპრომთან“ ხელმოწერილი ახალი კონტრაქტი პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი ხდება.

ოპოზიციას მთავრობის ეკონომიკური გუნდის განცხადებების არ სჯერა. მთავრობის მტკიცების მიუხედავად, რომ ხელშეკრულების პირობები საქართველოსთვის მომგებიანია, ოპოზიცია საკითხის განხილვას პარლამენტში ითხოვს და ეკონომიკის მინისტრსაც იბარებს.

რუსულ სახელმწიფო ენერგო კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების ფონზე ქვეყნისთვის მთავარი სტრატეგიული ენერგო-პარტნიორი მაინც აზერბაიჯანია. თუმცა ოპონენტებს აინტერესებთ, გაიზრდება თუ არა საქართველოს დამოკიდებულება რუსულ გაზზე და შეესაბამება თუ არა დოკუმენტი ქვეყნის ინტერესებს.