შეთანხმება „გაზპრომთან“

სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება კვლავ განხილვის საგანია.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ პირობები გაუმჯობესდა, სატრანზიტო საფასური გაიზარდა  და  რუსული გაზის შესასყიდი ფასი კი შემცირდა. შეთანხმება 2019-2020 წლებში იქნება ძალაში, თუმცა ის კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს და არ საჯაროვდება, ასევე ვერ სახელდება კონკრეტული ტარიფებიც. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების გასაჯაროვებას ითხოვს ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ განახლებული ხელშეკრულება ფინანსურად უფრო წამგებიანია და ის  საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს ხდის. „ევროპული საქართველო“ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ პარლამენტში მინისტრ ქობულიას იბარებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ქვეყანამ უკეთესი პირობები მიიღო, ამასთან, საქართველოსთვის გაზის ძირითდი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანი იქნება.

დატოვე კომენტარი