შეთანხმება ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე 

ესპანეთისა და ირლანდიის შემდეგ საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები კიდევ ერთ ქვეყანაში აღიარეს. ამჯერად საუბარია საბერძნეთზე, სადაც ქართული მართვის მოწმობის მფლობელს ავტომობილის მართვის უფლების მოსაპოვებლად თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს. ორ ქვეყანას შორის შესაბამისი საბუთების ურთიერთაღიარების შეთანხმება უკვე ძალაშია. უკვე სამ ქვეყანასთან მსგავსი დოკუმენტების ხელმოწერას იმ თანამედროვე მიდგომებს უკავშირებენ, რომელიც მანქანის მართვის ნებართვის მისაღებად არსებულ საგამოცდო სისტემაში ბოლო წლებში დაინერგა.