შეთანხმება ბორჯომში 

ცხრა დღიანი პროტესტი დასრულდა ბორჯომში.

ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა. გაფიცულთა მოთხოვნები ხელფასების მომატებაზე დაკმაყოფილდა. კონკრეტულად პოზიციის მიხედვით დასაქმებულთა ანაზღაურება გათანაბრდება და შემდეგ გაიზრდება 30 %-ით. კომპანია პირობას დებს, რომ შეისწავლის საწარმოში დასაქმებულების მიერ გაჟღერებულ პრობლემურ საკითხებს. ასევე პროფკავშირების მონაწილეობით დაიწყება მუშაობა კოლექტიურ ხელშეკრულებებზე. შეთანხმებით კმაყოფილი არიან ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების გაფიცული თანამშრომლები. ისინი პროტესტს წყვეტენ. მათი განცხადებით, მოლაპარაკების პროცესმა კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და მხარეებმა შეძლეს კომპრომისული შეთანხმება. საწარმოო პროცესი ქარხნებში ხვალიდან განახლდება.