შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

ამ დრომდე დაძაბულია სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ცეცხლი გამთენიისას გაიხსნა, რასაც მსხვერპლი და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა, საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ერევანშიც. სომხეთის პრემიერმა მოქალაქეებს მიმართა სამშობლოს დასაცავად მოემზადონ. პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა აზერბაიჯანშიც.  ვითარების ესკალაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკავშირში. ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ურჩევს რუსეთი.

მეზობელ ქვეყნებს დეესკალაციისკენ მოუწოდებს ოფიციალური თბილისი. ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა რომის პაპმა. მან მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.