შეტაკებები ლონდონში პოლიციას და დემონსტრანტებს შორის
ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე 25 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 26 სამართალდამცველი. საპროტესტო გამოსვლაში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პარალელურად, ბრიტანეთის დედაქალაქში კონტრაქცია სახელწოდებით „წინ აღვუდგეთ რასიზმს“ გაიმართა. თავდაპირველად, დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზოგიერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცველებს ბოთლები და სხვადასხვა ნივთი ესროლა. ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვდნენ. დემონსტრანტებს ვიდეოკავშირის საშუალებით ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმაც მიმართა. მან „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ ისაუბრა და დიდ ბრიტანეთს მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.