შენობების ენერგოეფექტიანობის პროექტი  

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა პარლამენტში კითხვები გააჩინა.

2019 წლის ზაფხულიდან ბინის გაყიდვის ან გაქირავების მსურველებს დამატებითი საბუთის აღება მოუწევთ. კერძოდ, ქონების მესაკუთრემ კლიენტს უნდა აჩვენოს, არის თუ არა მის საკუთრებაში არსებული ბინა ენერგოეფექტიანი, ანუ რამდენად დაზოგავს ის კომუნალურ ხარჯებს.

2020 წლიდან ენერგოეფქტიანობის მინიმალური სტანდარტების დაცვა საკანონმდებლო დონეზე ყველა სამშენებლო კომპანიის თუ ფიზიკური პირის ვალდებულებაც გახდება. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესულ დოკუმენტს დეპუტატების ნაწილი აკრიტიკებს და ავტორებისგან მეტ განმარტებას ითხოვს.

ასეთი შეფასებების შემდეგ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.