შენობები კონსერვაციის გარეშე

აუდიტის სამსახური თბილისის მერიას მშენებარე და წლების წინ მიტოვებული ობიექტებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშში ასეთი 112 კორპუსი მოხვდა.

როგორც ირკვევა, დაუსრულებელ ობიექტებზე კონსერვაციის და უსაფრთხოების წესები დარღვეულია, რის გამოც მიმდებარე შენობებს საფრთხეს უქმნის.

სიტუაციას ის გარემოებაც ართულებს, რომ უყურადღებოდ მიტოვებული დაუსრულებელი კორპუსების ნაწილში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.