„შენი იდეა ქალაქის მერს“

შენი იდეა ქალაქის მერს – დედაქალაქის მერმა ახალი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გამართა.

ინიციატივის მიზანია, პლატფორმის მეშვეობით, მოქალაქეებს კრეატიული იდეებისა და პროექტების წარდგენის საშუალება მიეცეთ და ქალაქის განვითარებაში მეტად ჩაერთონ.

კახა კალაძის თქმით, წარმოდგენილი პროექტები განიხილება და საინტერესო იდეები განხორციელდება.