შენგენის ზონის ექვსმა ქვეყანამ ქართველებისთვის საზღვრები გახსნა - საქართველოს ხელისუფლება ევროპულ დედაქალაქებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ემიგრანტთა დასაბრუნებლად სპეცრეისების განრიგს ადგენს

ევროკავშირის საბჭოს სიაში მოხვედრის და „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთო ქვეყნად აღიარების შემდეგ მთავრობამ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებების დროს უნდა გაირკვეს, როდის, ვისთან და რა პირობების დაცვით განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი ავია-მიმოსვლა და გაიხსნება თუ არა საზღვრები ცალკეული ქვეყნებისთვის ივლისის ბოლოს ნაცვლად, უფრო ადრე. გადაწყვეტილების მიღებამდე კი ევროპაში მყოფი და სამშობლოში დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ე.წ. სოციალური ჩარტერული რეისები გაგრძელდება, რომლებსაც „აირზენას“ გარდა სხვა ავია-კომპანიებიც შეასრულებენ. დღეს „აირზენამ“ ხელისუფლებისგან უკვე მეორედ მიიღო შენიშვნა.

დატოვე კომენტარი