"შენების მოძრაობა" გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

“შენების მოძრაობა” გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. პარტიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა არჩევნების მეორე ტურიც შეაფასა, მისი განცხადებით, ეს იყო ორთაბრძოლა წესების გარეშე, რომელშიც მხარეებმა ყველა იარაღი გამოიყენეს.

უსუფაშვილის გუნდი მხარს პროპორციული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უჭერს და მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს.