შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად აღდგა ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს, ომალოსა და ბართან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს, უსაფრთხოდ გადაადგილება უკვე შეუფერხებლად შეუძლიათ. შეგახსენებთ, თუშეთში ორი დღის წინ მოსული უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შედეგად, შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე, წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია.