„შენ მარტო არ ხარ“- მსოფლიო სოლიდარობის აქცია

შენ მარტო არ ხარ“ – Covid-19-თან დაკავშირებით, ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს (3FM) ინიციატივას და მსოფლიო სოლიდარობის აქციას, საქართველოს რადიოს ორგანიზებით, ქართული რადიოსადგურებიც შეუერთდნენ და აქციის ფარგლებში, თბილისის დროით 11:45 წუთზე ეთერში სიმღერა  You’ll Never Walk Alone  გააჟღერეს. დღეს, ნიდერლანდებში, ყველა საზოგადოებრივი თუ კომერციული რადიო, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდა. ამ ინიციატივას ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი რადიოებიც შეუერთდნენ და მთელი ევროპის რადიოსადგურებში, ევროპის დროით ზუსტად დილის 08:45, ხოლო საქართველოს დროით 11:45 წუთზე ეს სიმღერა აჟღერდა. ასევე, ნიდერლანდების საზოგადოებრივი რადიოს ინიციატივით, შეიქმნება ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ უსმენენ სიმღერას და მღერიან მსმენელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს რადიო