შემთხვევების მატება, ჩაკეტილი საზღვრები და ხელმეორედ გამკაცრებული შეზღუდვები - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდ-ვითარება კვლავ მწვავეა

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება. ამიტომ რამდენიმე ქალაქში შეზღუდვების თავიდან დაწესება გახდა საჭირო. მათ შორისაა ესპანეთი, რომელიც ევროპის მასშტაბით კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ისევ აშშ, ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთია, სადაც ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. სიტუაციის დასტაბილურება ვერ ხერხდება საქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. მეცნიერები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ყველაზე ადრე, წლის ბოლოს ვარაუდობენ.