შემთხვევა ზუგდიდში

სამი პირი დაჭრეს ზუგდიდის ცენტრში.

არსებული ინფორმაციით ორის მდგომარეობა მძიმეა. მათ ქირურგიული ოპერაცია ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ. პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, ორ მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ერთს კი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დაჭრის ფაქტს წინ შელაპარაკება უძღოდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.