შემთხვევა ზუგდიდში

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ნაწილი დაიტბორა.

წყალმა საუკუნოვანი და ახლადდარგული ხეებისა და ბუჩქების ძირები დაფარა. ფაქტთან დაკავშირებით ბაღის დირექციამ სპეციალისტები მიიწვია. ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, რომ ნარგავებს საფრთხე არ ემუქრებათ. მისივე თქმით, ბაღში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დატბორვასთან კავშირში არ არის.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე 12 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა.