შემთხვევა წყალტუბოში

პროკურორ გივი შენგელიას ოჯახი გენერალური ინსპექციის მოკვლევის დასრულებას ელოდება.

იმერეთის პროკურორი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. პროკურატურის ინფორმაციით, წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში პროკურორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელმაც კონფლიქტის შედეგად მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გივი შენგელია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.