შემთხვევა წყალტუბოში

მგელმა სამი მოქალაქე დაკბინა წყალტუბოში. შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა. ისინი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და გაუკეთდათ აცრები.