შემთხვევა წყალტუბოში

წყალტუბოში მცხობრები ნანა ჩირგაძე პოლიციას შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, 10 მარტს არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და სიგარეტით ხელი ამოუწვეს. მისი მტკიცებით, პოლიციელებმა ნიკა შვანგირაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და მას თანამშრომლობას სთხოვდნენ, რადგან ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრით იმყოფებოდა. ნანა ჩირგაძის თქმით, 17 წლის ბიჭს სახესა და მუხლებზე დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი, ასევე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დედის თქმით, ნიკა შვანგირაძესთან ერთად წყალტუბოს პოლიციამ მისი სამი მეგობარიც დააკავა, თუმცა ისინი  სამი დღის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდებით გაათავისუფლა.

აღნიშნულის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია ფაქტის შესწავლა.