შემთხვევა თუშეთში

თუშეთში ტურისტებით სავსე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. არის მსხვერპლიც.

ინფორმაციას ადასტურებს ახმეტის ვიცე მერი. ამ დრომდე არ არის დადგენილი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან და რამდენია გარდაცვლილი. შემთხვევა ფშაველი აბანოს გზის მე- 18 კილომეტრზე, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიემგზავრებიან. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.