შემთხვევა თბილისში

ინციდენტი კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარში“.

მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა ობიექტის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, შსს-მ კი ინციდენტში მონაწილე პირი უკვე დააკავა. გამოძიება 118 მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.